საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დაგეგმილ დებატებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, ერთმანეთს ისრაელისა და პალესტინის ლიდერები ხვდებიან მოლაპარაკებაზე.
,,ნამდვილად გაუგებარია რა საჭირო იყო ამ ახალი ფორმატის მოგონება, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, ისეთი შთაბეჭდილების შექმნა გეგონება ისრაელისა და პალესტინის ლიდერები ხვდებიან მოლაპარაკებაზე ერთმანეთს. მოიფიქრეს ასეთი ფორმატი კი ბატონო, პრობლემა არ არის - ჩვენი კანდიდატი მივა ჩვენი კანდიდატი ამ ფორმატის დებატებში. იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება იხილავს დებატებს, რომელიც ნათელს გახდის, ვინ რას სთავაზობს ხალხს", _განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს 20:00 საათზე თბილისის მერობის კანდიდატებს ნიკა მელიასა და დავით ნარამანიას შორის დებატები სასტუმრო "შერატონში" გაიმართება და
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული გადაცემის სიგნალს ყველა ნაციონალური მაუწყებელი მიიღებს.
დებატებზე პირველ შეკითხვას ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი" დასვამს, ხოლო სხვა მედიასაშუალებების რიგითობა, ლოტოტრონის საშუალებით განისაზღვრება.
გადაცემის მსგავსი ფორმატის იდეა მმართველ კოალიციას ეკუთვნის.