ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება არ ყოს პოლიტიკურად მოტივირებული. ამის შესახებ, აპატურაიმ ჟურნალისტებთან იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მორატორიუმის მიუხედავად ოპოზიციის ლიდერები დაკავებს.
"სასამართლო პროცესები დამოუკიდებლად, გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს და დაცული უნდა იყოს კანონი. გენერალურმა მდივანმა მრავალჯერ აღნიშნა, რომ ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ პოლიტიკურ ჩარევასა და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული, მაგრამ მე ვერ შევაფასებ კონკრეტულ საქმეს", - განაცხადა აპატურაიმ.