აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შეშფოთებას გამოთქვამს ისრაელში განვითარებული პროცესების გამო და მხარეებს მოუწოდებს უარი თქვან ძალადობაზე.
,,უკიდურესად შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რომელშიც მონაწილეობენ ისრაელის ძალები და ჰამასი. მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ გაიაზროს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და უარი თქვას ძალადობის ამ სპირალზე", _განაცხადა ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში ამ დრომდე რთული ვითარებაა. 2012 წლის შემდეგ პირველად, თელ-ავივი დაიბომბა. ღაზას სექტორის მხრიდან ქვეყნის მიმართულებით უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.გასულ ღამესვე ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე. დაღუპულია 30, დაშავებულია 100 ადამიანი.