საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის ყოფილ მერთან დაკავშირებით მიიღო არის უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული სახელმწიფოსთვის.
ბაქრაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააჩენს ძალიან ბევრ ნეგატიურ კითხვის ნიშანს უცხოელ პარტნიორებში.
,, მოსამართლეს გადაწყვეტილება არა თუ საჯაროდ არ განიხილოს გიგი უგულავას სარჩელი, არამედ საერთოდ არ მიიღოს წარმაოებაში, წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს და უკან გადადგმულ ნაბიჯს ქართული სახელმწიფოსთვის. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც გარდაუვლად გააჩენს ძალიან ბევრ ნეგატიურ კითხვის ნიშანს უცხოელ პარტნიორებში. Eეს არის გადაწყვეტილება რომელიც პრეცედენტულად იმოქმედებს ქართული დემოკრატიისა და ქართული სასამართლოს მომავალზე. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ქართულ სასამართლოს სისტემაშიც გაჩდნენ ხელისუფლების ფავორი მოსამართლეები რომლებიც მზად არიან მიიღოს ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი ნებისმიერი გადაწყვეტილება", _განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის მიხედვით, უგულავას პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ივლისს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უგლავას შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით ედება ბრალი.