ხვალ, 27 ოქტომბერს, ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ნიჟეგოროდის ოლქის გუბერნატორს ვალერი შანცევს შეხვდება. გუბერნატორის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვალერი შანცევთან შეხვედრისას ოს სეპარატისტთა ლიდერი მისასალმებელი სიტყვის გამოვა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის რეგიონებთან მოსალოდბელ თანამშრომელობაზე ისაუბრებს.
მათი ინფორმაციით, ოს სეპარატისტთა ლიდერი შანცევს მეგობრობის ორდენით დააჯილდოებს, ხოლო იმ ნიჟეგოროდელებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ე. წ. სამხრეთ ოსეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში, გადაუხდის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის სამადლობელ სიგელებს" გადასცემს.
ამას გარდა, ამავე დღეს ხელი მოეწერება ოქმს ნიჟეგოროდის ოლქსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს შორის ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის სფეროში.