ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ,,ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის თავმჯდომარის გიგი უგულავას განცხადებას ეხმიანება და განმარტავს, რომ მის მიერ გაკეთებული შეფასებები სცდება საკანონმდებლო ჩარჩოებს.
,,მის მიერ გაკეთებული შეფასება და მოთხოვნა სცილდება საკანონმდებლო ჩარჩოებს. Aქედან გამომდინარე მივმართავ ყველა საარჩევნო სუბიექტს რომ მეტი კომპეტენცია და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ სარჩევნო საკითხებზე მსჯელობისას და არ შეაფასონ საარჩევნო ადმინისტრაცის მუშობა ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე", _განაცხადა ჟვანიამ და აღნიშნა არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა არ წარმოადგენს მის კომპეტენციას.
,,თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნა არ წარმოადგენს ცესკოს თავმჯდომარის კომპეტენციას და არ არის დამოკიდებული კომისიის მოქნილობაზე. ცალსახად განვმარტვათ, რომ არჩევნების მეორე ტურის თარიღი გამოცხადდება კანონმდებლობის შესაბამისად შემაჯამებელი ოქმის მიღების და ყველა სასამრთლო დავის დასრულების შემდეგ", _განაცხადა ჟვანიამ.
მისივე განმარტებით, ცესკო დამოუკიდებელი ორგანოა და მოქმედებს კანონის ფარგლებში და ვერც ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებზე ვერ იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაცმოძრაობა" ცესკო-ს მოუწოდებს დაასახელოს 2014 წლის ადგილობრივი არჩენების მეორე ტურის თარიღი. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ გიგი უგულავამ განაცხადა ხელისუფლებამ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაზე ზეწოლა მოახდინა და მოსთოვა, რომ არჩვნების მეორე ტური 12 ივლისს დაენიშნა, რაც შეუძლებელია.
,, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმური მოთხოვნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, უმოკლეს ვადებში დაასახელოს მეორე ტურის თარიღი. Aმას ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ეს არ არის უბრალო თარიღის ცოდნა, ეს არ არის მხოლოდ ის რომ მეორე ტურში გასული სუბიექტები უნდა მოემზადონ განმეორებითი არჩევნებისთვის. ჩვენი ინფორმაციით, მთავრობამ ზეწოლა მოახდინა ქალბატონ თამარ ჟვანიაზე და მთავარობის მოთხოვნა იყო 12 ივლისი, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ წესებსა და პროცედურებს რომლებიც არსებობს. მოგეხსენებათ, ბევრ პოლიტიკურ სუბიექტს სასამართლოში გასაჩივრებული აქვს არჩევნების შეეგები და ხელახლა მიდის გადათვლა და შესაბამისად შეუძლებელია, რომ 19 ივლისამდე ადრე ცესკო-მ დანიშნოს მეორე ტური", _განაცხადა უგულავამ.
მისივე განმარტებით, არჩევნების მეორე ტური თარიღის დანიშვნას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტს ექნება უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობა, რასაც ახლა ვერ ახერხებენ.