დღეს, 25 მარტს, კლუბ "დეჟავუ"-ში ახალგაზრდა დიზაინერის მაია რობაქიძის პერსონალური კოლექციის ჩვენება გაიმართება.
დიზაინერი წარმოადგენს კოლექციას "XXI-ე", რომელიც შალის, ტრიკოტაჟის, ბამბისა და სხვადასხვა სახის ქსოვილისგანაა შექმნილი.
კოლექციას სამოდელო სააგენტო "გრაციას" მოდელები წარმოადგენენ.
მაია რობაქიძე მოდის ფესტივალებში ხშირად მონაწილებს, სადაც არაერთხელ ჟიურის განსაკუთრებული სიმპატია და მთავარი პრიზი დაუმსახურებია.
ჩვენება 20 საათზე დაიწყება.