კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში სიტუაციის გართულების შესახებ ინფორმაციას რუსეთი ავრცელებს.
როგორც ზაქარეიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, რუსეთს სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, თითქოს საქართველო პანკისის ხეობაზე კონტროლს ვერ ახორციელებს.
ექსპერტის ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამ დროისათვის ხეობაში სრული სიმშვიდეა.
"ინფორმაციას, თითქოს პანკისის ხეობაში სიტუაცია იძაბება, რუსეთი ავრცელებს. რუსეთს სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ პანკისში სიტუაცია დაიძაბა და მასზე საქართველოს ხელისუფლება კონტროლს ვერ ახორციელებს. სინამდვილეში იქ მსგავსი არაფერი ხდება და ხეობაში სრული სიმშვიდეა", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" პაატა ზაქარეიშვილმა.