აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მისი სულიერი ლიდერობა და ურყევი მემკვიდრეობა თაობებს ემახსოვრებათ. დაე, მშვიდად განისვენოს“, - წერს სახელმწიფო მდივანი.