ოკუპირებულ აფხაზეთში, თურქეთის პარლამენტის წევრთა დელეგაცია ჩავიდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთში ჩასული დელეგაცია თურქეთის პარლამენტის ხუთი წევრისაგან შედგება. მათთან ერთად აფხაზეთში ასევე იმყოფებიან თურქეთის ქალაქ საკარიას ადმინისტრაციის უფროსი, ამავე ქალაქის უნივერსიტეტის რექტორი, ქალაქის სავაჭრო -სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე. აგრეთვე საკარიას აფხაზური კულტურული ცენტრის თავმჯდომარე და კავკასიური კულტურული ცენტრის თავმჯდომარე.
სეპარატისტები ასევე იუწყებიან, რომ თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლები აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვალერი ბგანბას და აფხაზ ე. წ. დეპუტატებს შეხვდებიან.
თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლები აფხაზეთის ე. წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ალეკო გვარამიას უკვე შეხვდნენ .
მასალის გამოყენების პირობები