,,კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრში" (ICCN) აფხზეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმციის გაზიარებისა და შეფასების მიზნით სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტების, ხელისუფლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა თემაზე ,,მდგომარეობა აფხაზეთში, თანმდევი საფრთხეები და გამოწვევები" იმსჯელეს. ICCN ინიციატივით, ბოლო დღეების განმავლობაში ექსპერტა ჯგუფთან ერთად მიმდინარეებოდა ინტენსიური სამუშაო შეხვედრები ,,აფხაზეთ ში, გალში და გალის რაიონის მოსახლეობის პასპორტის, საკუთრების, მათ შორის მიწის, ორმაგი მოქალაქეობის და უსაფრთხოების საკითებზე". Dდღეს კი შემაჯამებრლი შეხვედრა გაიმართა.
,,კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარის ნინო ციხისთავი-ხუციშვილის განცხადებით, არსებული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია გალში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა.
,,არსებული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია გალში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა, რათა უდანაკარგოდ დაძლიონ არსებული გამოწვევები. Dდღეს გამართული შეხვედრის მონაწილეები და შექმნილი სამუშო ჯგუფი ყველაფერს გააკეთებს რათა გალის მოსახლეობის უფლებები იყოს დაცული", _განაცახდა ნინო ციხისთავი-ხუციშვილმა.
შეხვედრაზე გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმა რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციათა პაკეტს ხელისუფლებისთვის აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, კერძოდ, გალის რაიონის მოსახლეობისთვის. სამუშაო ჯგუფი საზოგადოებას მიაწვდის რეგულარუად ინფორმაციას გაწეული მუშაობისა და შედეგების შესახებ.