სალვადორ დალის ნამუშევრები საქართველოში გამოიფინება.
ცნობილი მხატვრის ლითოგრაფიებისა და ქანდაკებების დათვალიერება საზოგადოებას წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შეეძლება.
უნიკალური ექსპოზიცია 7 აპრილს გაიხსნება. გამოფენის სამზადისი უკვე დაწყებულია.
ვენაში არსებულ გალერეასთან, სადაც დალის ექსპოზიციებია დაცული მოლაპარაკებებს წინანდლის სახლ-მუზეუმი და თბილისის "ნ" გალერეა აწარმოებდნენ.