გამოსვლები აწი ნახეთ თქვენ აფხაზეთში, როდესაც რუსეთთან შეერთების საკითხი დადგება დღის წესრიგში, - აცხადებს სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აფხაზეთში განვითარებული მოვლენების პერსპექტივაზე საუბრისას ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა.
„აფხაზური საზოგადოება არა მხოლოდ ნეგატიურად შეხვდება, არამედ არავითარ შემთხვევაში არ შეურიგდება რუსეთთან შეერთებას და ამის ნათელი მაგალითი იყო პაექრობა ანქვაბისა და ხაჯიმბასი.
ცალსახად, მთელმა აფხაზურმა საზოგადოებამ გარდა რუსეთის „ეფ -ეს -ბეს" გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანებისა მხარი დაუჭირა ანქვაბს, იმიტომ, რომ ანქვაბი არის აფხაზური იდეის სიმბოლო! ხაჯიმბა კი არის რუსული იდეის სიმბოლო!',_ აცხადებს ხაინდრავა და აღნიშმავს: „ამიტომ ბუნებრივია, რომ თავად აფხაზური საზოგადოება ამის რბილად რომ ვთქვათ წინააღმდეგი იქნება ძალიან და მე ამაში ეჭვიც არ მეპარება.
გამოსვლები აწი ნახეთ თქვენ, როდესაც საკითხი დადგება აფხაზეთის ისედაც ეფემერული სახელმწიფოს რუსეთთან შეერთების შესახებ",_ აცხადებს გოგა ხაიდრავა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს თავისი ერის კეთილსინდისიერ შვილს უწოდებს, რომელიც სისხლისღვრას მოერიდა და ამიტომ გადადგა.
„როგორც თავისი ერის კეთილსინდისიერი შვილი ალექსანდრე ანქვაბი მოერიდა დაპირისპირებას აფხაზურ საზოგადოებაში, თორემ მას არანაკლები ძალა ჰყავს და არანაკლები მომხრეები. მაგრამ ამ ეტაპზე და ამ ვითარებაში, როდესაც „ეფ-ეს-ბეს" პოლკოვნიკი უდგას მოვლენებს სათავეში, ბუნებრივია, რომ ამას შეიძლება სისხლიანი დაპირისპირება მოჰყოლოდა, რაზეც ანქვაბი ვერავითარ შემთხვევაში ვერ წავიდოდა როგორც აფხაზეთის პატრიოტი",_ აცხადებს ხაინდრავა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.