გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მცხოვრებმა 38 წლის ალექსანდრე ხაჩიშვილმა ამავე სოფლის მკვიდრი 65 წლის თენგიზ გიუნაშვილი დაჭრა. დაჭრილი გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ხაჩიშვილი და გიუნაშვილი არყის სახდელ საწარმოში იმყოფებოდნენ. ვახშმობის დროს ხაჩიშვილმა გიუნაშვილს კოვზის მიტანა სთხოვა, რასაც შეკამათება მოჰყვა. ხაჩიშვილი გიუნაშვილს გამეტებით ურტყამდა. ამ უკანასკნელმა თავის დაცვა სცადა, რა დროსაც მაგიდიდან დანა აიღო და ხაჩიშვილი დაჭრა. ხალექსანდრე ხაჩიშვილი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.
სამართალდამცავებმა თენგიზ გიუნაშვილი უკვე დააკავეს. მას, ინციდენტის დროს ცემის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აქვს მიღებული.