ივანიშვილი თავისი მორჩილი უმრავლესობის მეშვეობით ხალხის ევროკავშირის წინააღმდეგ აჯანყებას ცდილობს, - აცხადებს ილია ჭაჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე. მისი თქმით, ეს არის პუტინის დავალება ევროკავშირის სახელით
"ეს ყველაფერი პროვოკაციაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით პუტინი ანხორციელებს. ეს კანონპროექტი სპეციალურად და გამიზნულად შემოიტანეს - რუსმა პოლიტექნოლოგებმა კარგად იციან რაზე რეაგირებენ ქართველები და შესაბამისად როგორ მართონ ისინი. ამ კანონის განხილვის მიზანია მოკლე მესიჯი ხალხისადმი - ევროპა და ევროკავშირი გვაიძულებს დავაკანონოთ მამათმავლობა- და" ვსიო", აქ გათავებულია, არცა აქვს მნიშვნელობა შიგ რა და როგორ წერია. სინამდვილეში ეს სიცრუეა!, სწორედ ევროკავშირის წინააღმდეგ, ასოცირების ხელშეკრულების წინააღმდეგ ხალხის აჯანყება სურს რუსეთს და ივანიშვილი თავისი მორჩილი უმრავლესობის მეშვეობით ხალხის ევროკავშირის წინააღმდეგ აჯანყებას ცდილობს. აქედან, ევრაზიულ კავშირს გაუმარჯომდე ერთი ნაბიჯია. ყოველგვარი დისკრიმინაცია ისედაც კონსტიტუციით და კანონმდებლობით აკრძალულია, დიდი სიბრძნე არ უნდა იმას, რომ ახლა ამ კანონის მიღება და მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სინამდვილეში ვის წისქვილზე ასხამს წყალს. ერთის მხრივ მოსახლეობას აგიჟებენ ევროკავშირმა ეს რა გვაკადრაო, მერეს მხრივ ევროპას უჩვენებენ, ხედავთ, ქართული საზოგადოება და ეკლესია დისკრიმინაციის მომხრეაო. აი ასე- პრორუსი ხელისუფლება- ივანიშვილის დავალებით- პუტინის დავალებას ასრულებს ევროკავშირის სახელით!", - აცხადებს ჩხეიძე.