დიმა ჯაიანი გადადგომასა და წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ ჯაიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მე ფაქტობრივად მოხსნილი ვარ, თუმცა ოფიციალური დასკვნა ჯერ არ არსებობს. ოფიციალურად გამომიგზავნეს პიროვნება, რომ დამეწერა განცხადება გადადგომის შესახებ," - განაცხადა ჯაიანმა.
მისივე თქმით, მას როინიშვილმაც დაურეკა და უთხრა რომ უახლოეს მომავალში არ გადააყენებდნენ და ხმაური არ აეტეხა.
"როინიშვილმა დამირეკა, ხმაური არ ატეხოთ, დღეს და ხვალ არავინ მოგხსნისო. მე ყველანაირი წესებით მებრძვიან. რაულ ქირია ჩემზე წერს ნარკომანიაო. ამის დასამტკიცებლად, მე ჩავიტარე შემოწმება ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად. ოთხმა პროფესორმა მოაწერა ხელი, რომ მე არასდროს ვყოფილვარ ნარკომანი," - განაცხადა დიმა ჯაიანმა.
მისი განცხადებით, მიზეზი ისაა, რომ ის გამოდის მიტინგებზე და ამბობს თავის სიტყვას.
"არავის არ მივცემ უფლებას, რომ ეს თეატრი დახუროს. ჩვენ, მთელს თეატრს, ხვალ ან ზეგ, შეხვედრა გვაქვს ყველა ქვეყნის ელჩთან და მოვითხოვთ თავშესაფარს. ჩვენ შევაფარებთ თავს რომელიმე ქვეყანას, რუსეთის გარდა," - განაცხადა ჯაიანმა.