ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსი ავღანეთში იმდენი ხანი დარჩება, რამდენიც წარმატების მისაღწევად საჭირო იქნება.
"საჭიროა გავგზავნოთ უფრო მეტი ძალა თალიბებთან და ალ-ქაიდას ტერიტორისტებთან საბრძოლველად. ასევე აუცილებელია, დაჩქარდეს ავღანეთის ჯარის მომზადება, რათა მისმა ჯარისკაცებმაც უფრო მეტი ხარისხით მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა და საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოების უზურნველყოფის თაობაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. ყველაფერი ეს მოითხოვს დროს და ამის გაკეთება ადვილი არ არის, თუმცა უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება", - განაცხადა რასმუსენმა ამერიკის ანალიტიკურ ცენტრში.
ამასთან, მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ავღანეთში ექსტრემიზნის წინააღმდეგ ბრძოლაში ნატოს წევრი სხვა ქვეყნების მხარდაჭერაში შეერთებულ შტატებს ეჭვი შეაქვს.
"ჩემთვის ცნობილია იმ უკმაყოფილების შესახებ, რომელსაც საბრძოლო ოპერაციებში საკუთარი ქვედანაყოფების შემცირებისა და გამოყვანის თაობაზე რიგი მოკავშირეების პოზიციის გამო ვაშინგტონი განიცდის. მე დაკავებული ვარ ამ საკითხით და მინდა ავღნიშნო, რომ მოკავშირეები უარს არ აცხადებენ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე", - განმარტა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში დღეისთვის 35 ათასზე მეტი არაამერიკელი ჯარიკაცი იმყოფება, რაც იქ დოსლოცირებიული უცხოური სამხედრო კონტიგენტის 40 %-ზე მეტია, ხოლო ამერიკული კონტიგენტის რაოდენობა 63 ათას სამხედრო პირს შეადგენს. თუმცა, უახლოეს პერიოდში ამერიკის კონტიგენტს კიდევ 5 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაემატება.
ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების 8 წლის განმავლობაში დაღუპულია 773 ამერიკელი, 218 ბრიტანელი, 131 კანადელი, 35-35 გერმანელი და ფრანგი და 25-25 დანიელი და ესპანელი სამხედრო მოსამსახურე.