ოფიციალური თბილისი დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევიდან ქართველების გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.
"აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით, რომელმაც ქართველების გატაცების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. შსს-ის ინფორმაციით, ქართველების გატაცება ქართულო მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა და არა ოსი სეპარატისტების, როგორც მედია იუწყებოდა, არამედ რუსი ოკუპანტების მიერ", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა.
მისივე განმარტებით, შესაბამისი უწყებები გატაცებული ქართველების გასათავისუფლებად ყველაფერს აკეთებენ.
შეგახსნებთ, რომ დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში ჯერ-ჯერობით უცნობი მიზეზის გამო საქართველოს 16 მოქალაქე გაიტაცეს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.