დღეს, 21 მარტს გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით ქართული ჟურნალისტიკის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები იგეგმება.
დღის პირველ ნახევარში გორის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ჟურნალისტიკის სექტორის მოსწავლეები მედიის როლისა და მისი მუშაობის შესახებ გამოკითხვას ჩაატარებენ. შემდეგ კი შედეგების პრეზენტაციას თავადვე მოაწყობენ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 17:00 საათზე.
გარდა ამისა, გორის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ჟურნალისტიკის სექტორის მოსწავლეები საზოგადოებას საკუთარ ნამუშევრებსაც (სიუჟეტებს) წარუდგენენ და მათი მუშაობის დეტალებზე უამბობენ.
ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა 19:00 საათამდე გაგრძელდება, სადაც მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსიაც მოეწყობა.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან - ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) და ,,ევროპის მოქალაქე", ტელეკომპანია "დია" და გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი.
ორგანიზატორები საზოგადოებას გარკვეულ სიურპრიზებსაც უმზადებენ. ღონისძიებას მედია პარტნიორობას ტ/კ ,,დია" გაუწევს.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები