აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ რომან ბოლქვაძემ და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სურმანიძემ, ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში ახალშობილ ტყუპები და მათი დედა თეა აფაქიძე-კუტუბიძე მოინახულეს. ანასტასია და ანდრია საკეისრო კვეთის შედეგად 14 მარტს გაჩდნენ. კუტუბიძეების ოჯახს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის „ახალშობილი ტყუპების ერთჯერადი მატერიალური დახმარების" ფარგლებში 2000 ლარი გადაეცემათ.
პროგრამა სამინისტროს მიერ წელს პირველად შემუშავდა, ერთჯერადი მატერიალური დახმარების იმ ოჯახებზე გაიცემა, სადაც დაიბადება ტყუპი - 2 ბავშვი 2000 ლარის, 3 ბავშვი - 3000 ლარის, 4 ბავშვი - 4000 ლარის ოდენობით (ტყუპისცალზე - 1000 ლარი) და ა.შ. დახმარების თანხა ჩაირიცხება მშობლის (დედის ან მამის) საბანკო ანგარიშზე. ერთჯერადი დახმარების მისაღებად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა წარედგინოს დაინტერესებული პირის განცხადება, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა, მშობლების პირადობის მოწმობების (ან სხვა დოკუმენტის, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია) ასლები, ახალშობილების დაბადების მოწმობების ასლები, საბანკო რეკვიზიტები.
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
პროგრამის ფარგლებში თანხა უკვე გაცემულია 12 ოჯახზე, პროგრამის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 250 000 ლარს.