2014 წლის 17 მარტს, ქ. ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქ. #2, შპს ,,ქ. ბათუმის #1 პოლიკლინიკის" შენობაში გაიმართა აქცია „გაიღე სისხლი-გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე". აქციაში მონაწილეობდნენ ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგები, ხელვაჩაურის საკრებულოს, ბათუმის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, პროკურატურის, საბაჟოსა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლები.
აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რომან ბოლქვაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე გაეცნენ.
აქცია „გაირე სისხლი-გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე" იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ორგანიზებით გაიმართა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 50 ახალი შემთხევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისათვის ძირითადად ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო, შესაბამისად პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს. ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ თითქმის ყველა შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა.
ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად აჭარაში აქცია მესამედ გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები