13 მარტს, 12:00 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტების უფროსი დალი ქიქავა სამუშაო შეხვედრას გამართავენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან და თემის რწმუნებულებთან. შექვედრის მიზანია, თვითმმართველი ერთეულებისათვის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბიკის მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N5 დადგენილების გაცნობა. დადგენილება შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის შესწავლის, შეფასების და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით კრიტერიუმების განსაზღვრის ზოგად წესს. აღნიშნულის მიზნით თვითმმართველ ერთეულებში შეიქმნა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიები. სამინისტროს წარმომადგენლებმა მსგავსი სამუშაო შეხვედრა უკე გამართეს შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების გამგეობის წევრებთან და რწმუნებულებთან.
მასალის გამოყენების პირობები