აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტო პირველი აპრილიდან გთავაზობთ უფასო სემინარ-ტრენინგებს თვითპრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბების, სამოტივაციო წერილისა და CV-ის შედგენის საკითხებზე. ვინაიდან, სააგენტო არის მხოლოდ შუამავალი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, სააგენტოს მიერ შეთავაზებული რეზიუმეს განხილვასა და კადრების შერჩევაზე გადაწვეტილებას დამსაქმებელი იღებს. ყველაფერი სამუშაოს მაძიებელზეა დამოკიდებული, სწორედ ამიტომ თვითპრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება, CV-ისა და სამოტივაციო წერილის სწორად შედგენა კიდევ უფრო გაზრდის თქვენი დასაქმების შანსს. ტრენინგზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა №70/70 ან დაგვიკავშირდით, ტელ: (0422) 24 78 83
მასალის გამოყენების პირობები