აჭარაში, სოფელ ღურტაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია წუხელ ღამის 03:00 საათზე დაიშალა. ხულოს მოსახლეობასა და აჭარის მთავრობას შორის მოლაპარაკება შედგა. როგორც ადგილობრივები განმარტავენ შეთანხმების თანახმად, ზარალზე პასუხისმგებელი აჭარის მთავრობა იქნება. ამასთან მოსახლეობა არასამთავრბო ორგანიზაციებთან ერთად სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.
ხუთი სოფლის მოსახლეობა ნორვეგიული კომპანიის "ქლინ ენერჯი ჯგუფის" მიერ დაგეგმილი მშენებლობის ფარგლებში გვირაბის გაყვანას აპროტესტებდა.
ადგილობრივების განცხადებით, გვირაბის მშენებლობა მეწყერულ პროცესებს გამოიწვევს და მოსახლეობას ზიანი მიადგება. მთელი დღის განმავლობაში მათ გზები ჰქონდათ ჩაკეტილი და ტექნიკის გატარებაზე უარს ამბობდნენ, რის გამოც, ადგილზე სამართალდამცველების მობილიზებაც გახდა საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები