დღეს, 6 მარტს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე ქობულეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე კლინიკის ხელმძღვანელმა და სამედიცინო პერსონალმა მინისტრს ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდეს.
ქობულეთის სამედიცინო ცენტრი ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს ბაზაზე ფუნქციონირებს. შენობა 2013 წელს იჯარით სამედიცინო კოლექტივს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა. დაწესებულებაში მუშაობს როგორც პოლიკლინიკური, ასევე ამბულატორიული და სტაციონარული ნაწილი. ფუნქციონირებს სამშობიარო განყოფილება, ტარდება ნეიროქირურგიული ოპერაციები. დაგეგმილია ოფთალმოლოგიური და ანგიოგრაფიული კაბინეტების გახსნა, სადაც შესაძლებელი იქნება ქირურგიული მომსახურების გაწევა.
ქობულეთის სამედიცინო ცენტრში დასაქმებულია 200-მდე თანამშრომლი. დაწესებულება ჩართულია ჯანმრთელობის დაცვის სხვადსხვა სახელმწიფო პროგრამებში.