დღეს, 5 მარტს დასრულდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში დასრულდება.
მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა აჭარის, გურიის, კახეთის, სამეგრელოს რეგიონებში და დედაქალაქში.
ოჯახების სიების შედგენა 20 მარტიდან გაგრძელდება ქვემო ქართლის რეგიონში, ხოლო აპრილში, აღწერის მოსამზადებელი ეტაპი იმერეთის რეგიონით დასრულდება.
საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებზე სულ 4 ათასი ადამიანი დასაქმდება.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება.
ამ მიზნისთვის შეირჩევა 15 ათასამდე ადამიანი, რომელიც მოსახლეობას სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად გამოკითხავს.