ხვალ, 5 მარტს, ბათუმის N3 საჯარო სკოლაში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკის" ღონისძიების - ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში" ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსშორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საჯარო და კერძო სკოლის 1-8 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგის, ორთოპედის კონსულტაციები.
პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები.
მემორანდუმის თანახმად სკოლებში ექიმთა ბრიგადების შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმირებული უნდა იყვნენ სკოლის დირექტორები, მოსწავლეები და მშობლები.
ღონისძიებას ახორციელებს ,,სს საზღვაო ჰოსპიტალი".
მასალის გამოყენების პირობები