კოალიცია ,,ქართული ოცების" წევრი თინა ხიდაშელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმიანება და აცხადებს, დოკუმენტში საუბარი არ რის პოლიტიკური დევნაზე.
ხიდაშელის განცხადებით, დოკუმენტში აღნიშნულია მხოლოდ ის რომ ისმის ბრალდებები "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით.
,,მნიშვნელოვანია, რომ, რამდენიმე წინა ანგარიშისგან განსხვავებით, პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით წელს საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ისმის ბრალდებები "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. მასში არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს ამ ბრალდებებს და შესაბამისად, მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, არ დაუშვას პოლიტიკური დევნა. ასეთი საუბარი ანგარიშში არ არის და მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ესმის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა ბრალდებები აღნიშნულთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონტექსტს არ გასცდენია შენიშვნა ამ მიმართულებით", - აღნიშნა ხიდაშელმა.