საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყვარელში, კომპლექს „გვირაბში," იუნესკო-ს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანასთან დაკავშირებით საზეიმო მიღებას დაესწრო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამ ღონისძიებით „ხაზი გაესვა იმას, რომ ქართველ ერსცოცხალი ისტორია აქვს და მას ვერც ერთი მომხდური ვერ აჩერებდა და ვერც გააჩერებს."
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანა ზეიმობს იმ წვლილს, რომელიც ქართველებს მსოფლიოცივილიზაციაში შეგვაქვს. მისივე თქმით, "ეს არის ის იდენტობა, რომლითაც ვამაყობთ, რომლითაც შევდივართ ევროპაშიდა რომლითაც ვამდიდრებთ მსოფლიო ცივილაზიას".
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „მეღვინეობა ხარებას„ მიერ იყო ორგანიზებული, კომპლექს „გვირაბში"ქართული ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია მოეწყო, გაიმართა ძველი წელთაღრიცხვის ქართული ღვინის მასალისჭურჭლების გამოფენა და არქივში დაცული ისტორიული ფოტომასალის დემონსტრირება.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ხელისუფლების, ბიზნეს -სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები,ასევე ღვინის მწარმოებელი კომპანიებიდან მოწვეული სტუმრები.