საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვევრო ბატალიონის „ალფა" ასეულის სამხედროებმა ჰოჰენფელსში აშშ-ის გაერთიანებულ მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში ჩხრეკა-კორდონის ოპერაცია 16 თებერვალს განახორციელეს. ოპერაცია მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების (ISAF) მისიაში გადასროლისწინა ერთთვიანი წვრთნის ფარგლებში ჩატარდა.
10:30 საათზე, „ალფა" ასეულის ქართველმა სამხედროებმა მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში მოწყობილ იმიტირებულ ავღანურ სოფელში ამბოხებულთა სამალავის აღმოჩენის მიზნით, კორდონი მოაწყვეს. წინასწარი ინფორმაციით, სამალავში ასაფეთქებელი ნივთიერება ინახებოდა. ოპერაციის დროს ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა მოწინააღმდეგის მხრიდან მთავარი სამიზნის მოკვლევა და შესაძლო თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენა იყო.
მისიის დამკვირვებლის, აშშ-ის არმიის კაპიტანის, ანდრეს დონოსოს თქმით, ქართულმა ასეულმა წარმატებით განახორციელა კორდონის მოწყობა და სოფელში უსაფრთხოების სწრაფი უზრუნველყოფა.
სოფლის გარშემო კორდონის მოწყობის შემდეგ, ოპერაციის უშუალოდ დაწყებამდე, ქართველი სამხედროები სოფლის უხუცესებსა და პოლიციის ხელმძღვანელს გაესაუბრნენ, თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერების საცავის სავარაუდო ადგილმდებარეობის გაგების მიზნით. ჯარისკაცებმა წარმატებით აღმოაჩინეს საცავში არსებული ასაფეთქებელი ნივთიერების სავარუდო სახეობის შესახებ ინფორმაცია.
„ოპერაციის დროს რადიო ოპერატორებს, დამკვირვებლებსა და საჰაერო-საზღვაო ძალების მეკავშირე ასეულს ძალიან კარგი შიდა კომუნიკაცია ჰქონდათ. სწრაფი რეაგირების ძალებმა მშვენივრად იმოქმედეს. ისინი საპასუხო რეაგირებას ბრძანების მიღებისთანავე ახორციელებდნენ" - განაცხადა ქართული „ალფა" ასეულის წვრთნის ჯგუფის წევრმა, სერჟანტმა მეთ გოინგსმა.
იმავე დღეს, ამოცანის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ქართველმა სამხედროებმა ოპერაციის რაიონის პატრულირება და ადგილობრივ უხუცესებთან და პოლიციის ოფიცრებთან თანამშრომლობა განაგრძეს.
„ეს ქვედანაყოფი განსაკუთრებულია. მათ ამოცანის შესრულება როგორც პატარა ზომის ქვედანაყოფის, ასევე გაერთიანებული ძალებითაც უხდებოდათ. თითოეული ამოცანის შესრულებისას, მათი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად განვითარდა. თითოეული სიტუაციის დროს მათი ანალიზი ტაქტიკაში იზრდება. ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი სამხედროები კარგად ხვდებიან ავღანელების ტექნიკას, ტაქტიკასა და პროცედურებს, რაც მათ ოპერაციის შესრულების არეალში წარმატების მიღწევაში დაეხმარება" - განაცხადა ქართული სამთო-სადაზვერვო ბატალიონის წვრთნის მეკავშირე ჯგუფის წევრმა, უფროსმა ლეიტენანტმა ბენჟამინ ზამშტაინმა.
გერმანიაში, ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებულ მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში გადასხმისწინა საბოლოოს წვრთნის გავლამდე, თითოეული ქართული კონტინგენტი ექვსთვიან მომზადებას საქართველოში გადის.
გაერთიანებულ მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში ქართველი სამხედროების ISAF-ის მისიაში გადასროლისწინა წვრთნას ევროპაში, აშშ-ის ქვეითი საზღვაო ძალების სარდლობა უწევს მეთვალყურეობას, ხოლო საზღვაო საზღვაო ქვეითთა ძალების უსაფრთხოების ჯგუფი ქართული ბატალიონების წვრთნებზეა პასუხისმგებელი.