გიორგი ბარამიძემ ადვოკატ გოგა ონიანის დევნის ერთ-ერთ მიზეზად ის დაახელა, რომ სწორედ გოგა ონიანის დაქვემდებარებაში მსახურობდა დღევანდელი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე. ამასთან „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ონიანის დაკავება ივანიშვილ-ღარიბაშვილის მიერ არის სანქცირებული. ეს განცხადებები ბარამიძემ ,,პრაიმ თაიმის" პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
,,ის, რომ სწორედ გოგა ონიანის დაქვემდებარებაში მსახურობდა დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი მნიშვნელოვანი დეტალია. ეს მათთვის არანაირ სიკეთეს არ მოიტანს. არც გოგა ონიანი და არც ჩვენი ლიდერები, არ გატყდებიან და არ შეუშინდებიან ზეწოლას.ისინი ხელს არ აიღებენ ჩვენი იდეების ერთგულებაზე. ამას ვერავინ სხვა ვერ გაბედავდა, როგორც ჩანს სანქცირებულია ივანიშვილ-ღარიბაშვილის მიერ." _განაცხადა ბარამიძემ.
ბარამიძემ გოგა ონიანის დაკავებას, გამაოგნებელი ფაქტი და შერჩევითი სამართლის ნათელ მაგალითი უწოდა.
,, გამაოგნებელი ფაქტია. როდესაც პროკურატურა ვერაფერს უხერხებს თავის ოპონენტს, ცდილობს, ხელები ამოუგრიხოს და დაატუსაღოს ადამიანი. ეს ფაქტი არანაირ დემოკრატიაზე, არანაირ კანონის უზანაესობაზე არ მეტყველებს. ეს არის ნათელი შერეჩევითი სამართლის მაგალითი "_ განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, გოგა ონიანის თემა „კიდევ უფრო მწვავდება იმის გამო, რომ მას ჰქონდა სურვილი არჩევნებში მონაწილეობისა. ეს კიდევ ერთი ფაქტია, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ კანდიდატს არჩევნევნებში, აკავებენ აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით და ცდილობენ გამოძიების დასრულებამდე საპატიმროში ამყოფონ, როცა არანაირი საჭიროება ამის არ არსებობს", _განაცხადა გიორგი ბარამიძემ.