მეექვსე დღეა ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები არ მოძრაობს. 300-მდე გაფიცული და ორი მოშიმშილე მძღოლი პროტესტის შეწყვეტას მანამდე არ აპირებს, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორი გიორგი ლორია პოსტს არ დატოვებს.
მძღოლები ასევე ანაზღაურების მომატებას ითხოვენ, რის შესახებაც, მათი განცხადებით, დაპირება ერთი წლის წინ ადმინისტრაციისგან მიიღეს.
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, გაფიცვის პერიოდში ქალაქში საგანგებო რეჟიმში სამარშრუტო მიკროავტობუსები მუშაობენ.
მიკროავტობუსები იმ მარშრუტებზეც დაამატეს, სადაც მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობდა.