ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, სავარაუდოდ, გია ერმაკოვი იქნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას, საკრებულოს თავმჯდომარე, ადასტურებს. ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ კონსულტაცია ოთხივე ვიცე-მერთან გაიარა, მათ შორის, ერმაკოვი რეალური მერობის კანდიდატია.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხვალ, 13 თებერვალსაა ჩანიშნული. „ხვალვე გახდება ცნობილი, დააკმაყოფილებენ თუ არა დეპუტატები ჯემალ ანანიძის მოთხოვნას თანამდებობის დატოვების შესახებ და აირჩევენ თუ არა გია ერმაკოვს მერის მოვალეობის შემსრულებლად"- იუწება აჭარის ტელევიზია.