9 თებერვალს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი მიხეილ სანდლერი ქ. ბათუმის 8 საჯარო სკოლაში უფასო სამედიცინო გასინჯვებს, ჩაატარებს.
აქციის ფარგლებში სამედიცინო გასინჯვა ჩაუტარდება I-დან X კლასის ჩათვლით 300-მდე სკოლის მოსწავლეს. მოზარდები შემოწმდებიან ხერხემლის დაავადებებზე და ბრტყელტერფიანობაზე. დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მიეცემათ რეკომენდაციები.
აქციის ინიციატორია მიხეილ სანდლერი, მხარდამჭერები აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
მიხეილ სანდლერმა მსგავსი სახის აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2013 წლის 22 დეკემბერს ჩაატარა შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის" ბაზაზე.