ქობულეთში, შპს ,,უნიმედი აჭარა ,,ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში" გაიხსნა დიალიზის ახალი განყოფილება. განყოფილების გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი რომანაძე და ჩემი ოჯახის კლინიკის ქსელის საავადმყოფოების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, განყოფილება 9-საწოლზეა გათვლილი და 3-სარეზერვო ფონდი გააჩნია. აქ მომსახურება გაეწევა რეგიონის მასშტაბით სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ 54 პაციენტს. ხელოვნური თირკმლის აპარატი გერმანული წარმოების ბი-ბრაუნის ტიპის თანამედროვე მოდელია.
განყოფილებას უკავია საავადმყოფოს პირველი სართულის ჩ-ფლიგელი. განყოფილების საზეიმო გახსნის შემდგომ მოხდა კლინიკაში არსებული იმ სერვისების დათვალიერება, რომელიც აქტიურად ჩართულია რაიონის სამედიცინო მომსახურების საქმიანობაში.
დიალიზის სახელმწიფო პროგრამას აჭარაში კიდევ ორი დაწესებულება შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" და შპს ,,ვია-ვიტა" ახორციელებს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 14 საწოლია, პროგრამაში ჩართულია 81 პაციენტი. ვია-ვიტაში 23 საწოლი ფუნქციონირებს, ემსახურება 135 პაციენტს. დიალიზის პროგრამაში ჩართულია 216 პაციენტი, აქედან 169 აჭარის მკვიდრია, 47 სხვა რეგიონების. ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს 38 პაციენტი.