ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, საკნიდან მისი გაყვანის თაობაზე, პროკურატურის ძიების საგანი უნდა გამხდარიყო, - განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გადაცემაში "პოლიტიკის დრო". მისი თქმით, გამოძიების დაწყება უფრო სწორი და კითხვის ნიშნების გარეშე პროცედურაა, ვიდრე გამოძიების არდაწყება.
"ამ შემთხვევაში გამოძიების დაწყება, ჩატარება და შედეგის დადგენა, რომ აღნიშნული არ დასტურდება, გაცილებით უფრო სწორი და კითხვის ნიშნების გარეშე პროცედურაა, ვიდრე გამოძიების არდაწყება. ვფიქრობ, პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო. აქ საკითხი ძალიან მარტივად დგას - მიუხედავად იმისა, ეს შეესაბამება თუ არა სინამდვილეს. როდესაც ადამიანი იდენტიფიცირებად ინფორმაციას იძლევა და არა ზოგად, არა ბუნდოვან ინფორმაციას, ამ შემთხვევაში გამოძიების დაწყებას პრობლემა არ არის", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.