საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპაში საქართველოს მიმართ ინტერესი გაძლიერებულია. ამის შესახებ განცხადება პრემიერმა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან გააკეთა.
"საკმაოდ წარმატებული იყო ჩემი შეხვედრები. საქართველოს აქვს ამბიცია გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ მივიღეთ დადასტურება, როგორც ბაროზოსგან, ასევე რომპუისგან, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ აგვისტოში. არ არსებობს რაიმე დაბრკოლება რაც ამას შეაფერხებს. ევროპა და ევროკავშირი მოწადინებულია რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. ვისაუბრეთ უკრაინაზე, საფრთხეებზე, ზეწოლაზე. იმაზე თუ რა გავლენას მოახდენს უკრაინის მოვლენები რეგიონზე. არავინ უარყოფს რომ საქართველოს მიმართ ინტერესი გაძლიერებულია და ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან", - აცხადებს პრემიერი.