არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის უფლებამოსილება შეჩერებული მერის გიგი უგულავას საკითხს გამოეხმაურა. როგორც ივანიშვილმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა უგულავას უფლებამოსილების შეჩერებაზე გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და არა ხელისუფლებამ.
,,ქალაქის მერს უფლებამოსილება სასამართლომ შეუჩერა და მე არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება გავაპროტესტო. გარწმუნებთ კიდევ ერთხელ რომ ეს არ ყოფილა ხელისუფლების, ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. ყურადღება თუ მიაქციეთ იგივე სასამართლოს პროკურატურტას მიმართა წინასწარი პატიმრობის მოთხოვნით და ჩემს მოსაწონად სასამართლო აქაც კარგად მოიქცა. მე პირადად ამ გადაწყვეტილების მიღებისას უკვე მოქალაქე ვიყავი, არ ვიცი პრემიერის რანგში როგორ მოვიქცეოდი, მაგრამ როგორც მოქალაქეს ძალიან მომეწონა, რომ გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა არ მიუსაჯეს, რადგან ,,თეთრი საყელოს" დანაშაული, ასე ეძახიან თუ არ არის პირი მკვლელი და საზოგადოებისთვის საშიში სასამართლოს საბოლო გადაწყვეტილებამდე წინასწარ პატიმრობას ფაქიზად უნდა მოვექცეთ და ეს სასამართლომ მოახერხა", _განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება უპრეცედენტო შემთხვევა არ არის და მსგავსი ფაქტები სხვაგანაც ხდება.
,, უფლებამოსილების შეჩერებას რაც შეეხება საქართველოში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, მსგავსი რამ ალბათ ხდება. მთავარია სასამართლო პროცესი მიდის და თუ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს ვერ ვიტყვით რომ ის დამნაშავეა", _განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილი თბილის მერის თანამდემბობაზე მის მიერ დასახელებული დავით ნარმანიას კანდიდატურას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის კომპეტენტური კადრია.
,,ვფიქრობ, ნარმანია ძალიან კარგი მერი იქნება თუ მას თბილისელები აირჩევენ და მხარს დაუჭერენ. ის არის მეურნე კაცი, კარგი პროფესიონალი, წესიერი და კიდევ ბევრი სხვა კარგი თვისებები აქვს", _განაცხადა ივანიშვილმა.