„ორგანიზაცია „მოქალაქის", ამოცანად აქვს ასევე ჩატარდეს პერმანენტული კვლევები მედიის ობიექტურობის, ხარისხის, სრულყოფილების და ა.შ დასაბუთებაში",_ განაცხადა დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე"-ს დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, პერმანენტული კვლევები დაეკვეთება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არსებობს და ასევე ამ საქმეში ასევე ჩართული იქნებიან საზღვარგარეთიდან მოწვეული ექსპერტები.
„ჩვენი გუნდი უკვე მუშაობს იმაზე, რომ საზღვარგარეთიდანაც მოვიწვიოთ სპეციალისტები, რომლებიც ამ კვლევებში არინ ცნობილნი, ავტორიტეტულნი და წარმატებულნი. ამით ისევ და ისევ მედიის კვალიფიკაციის ამაღლებას შევუწყობთ ხელს. რამეთუ არსებული მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, როდესაც იგრძნობენ, რომ ისინი ობიექტივის ქვეშ არიან, რომ მათ ყურადღებას აქცევენ, რომ მათი ობიეტურობა და ხარისხი მოწმდება, თვითონ ეს ფაქტი უკვე გამოიწვევს მათის მხრიდან პასუხისმგებლობის გაზრდას",_ - განაცხადა ივანიშვილმა.