„მოქალაქე"- რომელიც დავაფუძნე მე, მისი ძირითადი დანიშნულება იქნება, რომ საოზგადოებას დაეხმაროს განვითარებასა და დაჩქარებაში", _ განაცხადა დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში მედიის როლი უდიდესია.
„უდიდესი, ლომის წილი თქვენზეა, თუ როგორ მივაწოდოთ საზოგადოებას, დრულად, ხარისხიანად და რღმად გაანალიზებული, მედისათან ერთად მე ვგულისხმობ იმ ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს, რომლებიც ჭარბად არიან დღეს საქართველოში. ამიტომაც ჩემი ყველაზე დიდი ყურადღება თქვენკენაა მიპყრობილი",_ აცხადებს ივანიშვილი და მიიჩნევს, რომ „მოქალაქის" დანიშნულება უპირველეს ყოვლისა იქნება, ის რომ დაეხმაროს მედიას.
„ასევე დაგგემილი გვაქვს ახალი ანალიტიკოსების მომზადების დაფინანსება. დროული და ხარისხიანი ინფორმაციის მიწეოდება საზოგადოებას დაუჩქარებს ამ დაქირავნების თვისების ჩამოყალიბება-ამაღლებას",_ აცხადებს ივანიშვილი.