შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მეგობარი, მიხეილ ქარელი გაზეთ "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ოქრუაშვილის გახმაურებულ აღიარებაზე საუბრობს. ქარელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მაშინ ოქრუაშვილს წინასწარ დაწერილი ჩვენება ზეწოლით წააკითხეს, ან რაიმე წამლის ზემოქმედების ქვეშ ამყოფებდნენ. ყოფილი გუბერნატორი ყვება, რომ აღიარებითი ჩვენების სურვილი თავად ოქრუაშვილმა გამოთქვა.
"მისი ფსიქოპორტერეტი საქართველომ იხილა. თუნდაც გავიხსენოთ ის კადრები, როცა ის იჯდა, აღიარებით ჩვენებას იძლეოდა და ტიროდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ის ჩვენება დაუწერეს ოქრუაშვილს და წაიკითხა, ძალიან ცდება. არც რაიმე ფსიქოტროპული ზემოქმედების ქვეშ ყოფილა. მას გამოსვლა უნდოდა ციხიდან და თვითონ შესთავაზა ეს მაშინდელ ხელისუფლებას", - აცხადებს "პრაიმტაიმთან" საუბრისას მიხეილ ქარელი.
მასალის გამოყენების პირობები