ევროკავშირი და შეერთებული შტატები უკრაინისათვის ფინანსური დახმარების გაწევის მსხვილ გეგმაზე მუშაობენ. განცხადება ამის შესახებ „Wall Street Journal"-თან საუბარში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ქეტრინ ეშტონმა გააკეთა.
მისი თქმით, ეს ქმედებები მიმართულია უკრაინის დასახმარებლად გარდამავალ პერიოდში, როდესაც დროებითმა მთავრობამ შესაძლოა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები დაიწყოს 2015 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
დახმარების მოცულობა „მცირე არ იქნება" განაცხადა ეშტონმა. მისივე თქმით, ამ დახმარების პირობები კიევის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ხანგრძლივვადიანი შეთანხმების გაფორმებას არ ითვალისწინებს.
ეშტონმა ასევე განაცხადა, რომ დახმარების პაკეტში შესაძლოა შედიოდეს არა მხოლოდ თანხა, არამედ მასში ასევე შეიძლება იყოს საინვესტიციო ვალდებილებები და სხვა წინადადებები.