საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მის ოფიციალურ გვერდზე წერს იგი ოპტიმიზმით უყურებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
"ახლახანს დავბრუნდი მიუჰენიდან, სადაც სხვა შეხვედრების პარალელურად, 2 დღე გავატარე უკრაინის რევოლუციის ლიდერებთან ერთად. აშკარაა, რომ მათ აქვთ ხედვა და გეგმა. 9 წელია ამ კონფენეციას ვესწრები და ჯერ არასოდეს მომისმენია ისეთი შთამბეჭდავი გამოსვლა, როგორიც ვიტალი კლიჩკოს ჰქონდა. იგი ძალიან გამართული გერმანულით საუბრობდა, ლაკონური, ზუსტი წინადადებებით. ამასთან, ძალიან დამაჯერებელი იყო, როდესაც შეკითხვებს სპონტანურად ინგლისურ ენაზე პასუხობდა. ნამდვილად იმედის მომცემი ლიდერია!
ასევე შევხვდი არსენი იაცენიუკსა და პეტრო პოროშენკოს. მე და არსენი წლების განმავლობაში „დსთ"-ს სამიტებზე ერთად ვმუშაობდით და ოპონირებას ვუწევდით ვლადიმერ პუტინს. ხოლო პეტრო პოროშენკოსთან მთელი ცხოვრებაა ვმეგობრობ, ჯერ კიდევ კიევის უნივერსიტეტში ერთად სწავლის დროიდან მოყოლებული.
მე ძალიან დიდი იმედითა და ოპტიმიზმით ვუყურებ, როგორც უკრაინის, ისე მთელი რეგიონის მომავალს"-ნათქვამია მიხეილ სააკაშილის განცხადებაში.