აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ქალაქ გაგრაში მთავრობის გასვლითი სხდომა ჩაატარა, რომელიც მიმდინარე წლის საკურორტო სეზონთან დაკავშირებულ საკითხებს მიუძღვნა.
აფხაზურ მხარის ინფორმაციით, სერგეი ბაღაფშმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ აფხაზეთში მიმდინარე წლის საკურორტო სეზონი, მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო რთული იქნება.
"მიუხედავად პრობლემებისა, საჭიროა უახლოეს მომავალში წესრიგში იქნეს მოყვანილი რიწის ტბისკენ მიმავალი გზა. ასევე უნდა მოწესრიგდეს იქ არსებული დასასვენებელი ობიექტები. საკურორტო სეზონის მოსამზედებელ სამუშაობს სრული პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ", _ განაცხადა სხდომაზე სერგეი ბაღაფშმა.
აფხაზეთის კურორტებისა და ტურიზმის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ თენგიზ ლაკერბაიმ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ 2008 წელს აფხაზეთში დამსვენებელ ტურისტთა რაოდენობა 2007 წელთან შედარებით 40 % შემცირდა. მანვე მოუწოდა აფხაზეთში მოქმედი მსხვილი დასასვენებელი ობიექტების ისეთების, როგორიცაა "ენერგეტიკი", "სოლნეჩნის", "ამრას" და სხვა მფლობელებს არ დაუშვან ფასების მატება აფხაზეტში დასასვენებელ საგზურობზე, ვინაიდან სწორედ მათზეა დამოკიდებული აფხაზეთის ტურინდუსტრიული პოლიტიკა.
ლაკერბაიმ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ სახელმწიფო დასასვენებელ ობიექტებზე, რომლებიც იჯარითაა გაცემული და დღემდე მოუვლელ მდგომარეობაშია. მისი თქმით, სახლემიწომ მათთან, პირობების შეუსრულებლობის გამო მკაცრი ზონები უნდა გაატაროს და თუ საჭირო იქნება საიჯარო ხელშეკრულებაც უნდა შეწყვიტოს.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა აფხაზეთის ე.წ. კულტურის სამინისტროს საკურორტო სეზონისათვის კულტურულ-გასართობი ღონიძიებების შემუშავება დაავალა.
"ჩვენ რამდენიმე სახელმწიფო კოლექტივი გვყავს, რომლებისც ამ პერიოდში სოხუმში კი არ უნდა იჯდნენ, არამედ უნდა იმუშავონ", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.