საკრებულოს აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი მარიკა დათუკიშვილი სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს სამი წლს განმავლობაში კადრების განყოფილებაში დიპლომი ვერ მოატანინა.
„ირაკლი შიხიაშვილის დიპლომის არარსებობის შესახებ ინფორმაცია ვერ დაგიდასტურებთ, უბრალოდ სამი წლის განმავლობაში ჩემი საკრებულოს აპარატში მუშაობისას ვერ ვაიძულე ვერანაირად, რომ მოეტანა დიპლომი. დიპლომის არსებობის შემთხვევაში ალბათ პრობლემას არ შექმნიდა", განაცხადა სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საკრებულოს აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა მარიკა დათუკიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები