სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ავტომანქანების შესყიდვის ახალი წესის შემოღებას ეხმიანება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოზარ სუბარმა განაცხადა საზოგადოება უახლოეს პერიოდში გაიგებს წინა ხელისუფლება რა თანხებს ხარჯავდა ავტომანქანების შესაძენად.
,, დიდი ხანია მთავრობა მუშაობს ამ საკითხზე მინისტრის მოადგილეების დონეზე. პირადად ჩემთან პირველი მოადგილე იყო ჩართული ამ პროცესში. დეტალურადაა შემუშავებული, რომ არ მოხდეს გადახარჯვა, არ მოხდეს გადამეტებული ფუფუნების მანქანების ყიდვა, როგორც აქამდე ხდებოდა ხოლმე. პირადად ჩემი სამინისტროდან გაგზავნილი გვაქვს განსაიდუმლოების მოთხოვნა, თუ რა მანქანების შესყიდვა ხდებოდა და რა ფული იხარჯებოდა. საზოგდოება დაინახავს თუ რამდენი ფული იხარჯებოდა საიდუმლო შესყიდვებით მანქანებზე, რაც დღეს გამორიცხული იქნება", _განაცხადა სოზარ სუბარმა.