ბილაინის აბონენტთა მომსახურების ოფისი დღეიდან ახალციხეში დაიწყებს ფუნქციონირებას. საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი რიგით 25-ე ოფისს ახალციხეში ხსნის. ბილაინის ოფისს (ახალციხეში , კოსტავას ქ № 33 .) კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი 27 იანვარს, 16.00 -ზე გახსნის.
„ სამცხე -ჯავახეთის რეგიონი ბილაინისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, როგორც ტურიზმის, ისევე ადგილობრივი მაცხოვრებლების მომსახურების კუთხით. დღეიდან ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ყველა ის მომსახურება და კონსულტაცია, რომელსაც ბილაინი საკუთარ აბონენტებს სთავაზობს. '' განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ლაშა ტაბიძემ .
" ბილანის ახალი ოფისი ახალციხეში, გარდა ხელმისაწვდომი და მომხარებელზე ორიენტირებული მომსახურებისა, გულისხმობს დამატებით სამუშაო ადგილებს და ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკაში.
იმედი გვაქვს, ჩვენი პოზიციების განმტკიცებით, უფრო მეტი ადამიანს გაუჩნდება სურვილი გადმოვიდეს ნათელ მხარეზე.'' განაცხადა გიორგი ტყეშელაშვილმა , კომპანია ბილაინის გენერალურმა დირექტორმა.