ახალი შეთავაზება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში 33 საცხოვრებელი სახლი შეიძინა.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რომელებსაც აღნიშნულ რეგიონებში განსახლების სურვილი აქვთ 20 იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით განცხადებით უნდა მომართონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელს.
საცხოვრებელ სახლებთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სარგებლობაში გადაეცემათ 2 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და დამხმარე ნაგებობები. ოჯახების შერჩევა განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N779 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები