დღეს, 20 იანვარს 15:00 საათზე, თელავში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" არასამთვარობო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის" ორგანიზებითა და თელავის ახალგაზრდობის ინიციატივით ტარდება შეხვედრა ანდრო ბარნოვთან.
შეხვედრის მიზანია „დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისათვის" მოძრაობის თელავში დაფუძნება.
ძირითადი თემები: ევროინტეგრაცია და მისი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის ახალგაზრდების ჩართულობა და მათთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება. რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსათვის ევროპული მომავალი.