დღეს, შეწყალების კომისიის მორიგი სხდომა სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 11:00 საათზე გაიმართება. როგორც საკითხის კომენტირებისას შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა პატიმრების მორიგი შეწყალება ნათლისღების დღესასწაულზე იგეგმება.
მისივე განცხადებით, შეწყალების კომისია 250-მდე მსჯავრდებულის საქმეს განიხილავს.
,,პატიმრების შეწყალება, სავარაუდოდ, ნათლისღებისთვის მოხდება. შემოსული განცხადებებიდან კრიტერიუმებს შეესაბამებოდა 250-მდე პატიმრის საქმე და ამ საქმეებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ელისაშვილმა.
ელისაშვილის განმარტებით, შეწყალების სახელმწიფო კომისიას ახალი დებულება, სავარაუდოდ, თვის ბოლოს მზად უკვე მზად ექნება.
,, ახალ დებულებაზე უკვე ვმუშაობთ და თითქმის უკვე დავასრულეთ. სავარაუდოდ, თვის ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად მოვახდენთ პრეზენტაციას. ახალი დებულება ბევრად უფრო ჰუმანური იქნება", -განაცხადა ალეკო ელისაშვილმა